2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი დღეს საჯაროდ განიხილეს

ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სრულად წელს პირველად გადადის პროგრამულ ბიუჯეტზე. შესაბამისად, მიმდინარე წელს ქედის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის" ერთობლივი მუშაობით მოხდა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვა და სწორედ გამოკითხვის შედეგების შესაბამისად მოხდა მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტების ასახვა. პ.ს. გამოკითხვის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე www.gfa.ge 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი დღეს საჯაროდ განიხილეს, რომელიც მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს პრეზენტაციის სახით საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ წარუდგინა. 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მოცულობა 11 457 900 ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (9 536 900) შედარებით 1 921 000 ლარითაა გაზრდილი. კვლავ პრიორიტეული სფეროებია: ✔ ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება; ✔ განათლება და ტურიზმი; ✔ კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; ✔ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; დაგემილია: მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება - 300 000 ლარი; წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა - 380 000 ლარი; შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია - 565 000 ლარი; დაბა ქედაში, მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები - 450 000 ლარი; დაბის ტერიტორიის კეთილმოწყობა - 390 000 ლარი; ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა - 210 000 ლარი; აწჰესისი ტერიტორიის კეთილმოწყობა - 800 000 ლარი; პირველმაისში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა - 800 000 ლარი; სოფელ ქოსოფელში, დუმბაძეების უბნისთვის საავტომობილო ხიდის მშენებლობა - 650 000 ლარი; გარეგანათებების ქსელის გაფართოება, ბაგა-ბაღების რემონტი, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია და ა.შ. ასევე, მიმდინარეობს 4 ახალ სოციალურ პროგრამაზე მუშაობა. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა. დასმულ კითხვებს ქედის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე და მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე პასუხობდნენ. შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით იქნა აუდიტორიის მიერ დასახელებული 10 შენიშვნა, რომელსაც უახლოეს დღეებში შესაბამისი სამსახურები გაუკეთებენ ანალიზს და შესაბამისი ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში მოხდება მათი გათვალისწინება.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |