2017 წლის 29 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში N01-06/21 მორიგი სხდომა გაიმართა.




2017 წლის 29 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა N01-06/21 მორიგი სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან ესწრებოდა 22. საკრებულომ დღის-წესრიგით გათვალისწინებული თვრამმეტი საკითხი განიხილა. საკრებულოს სხდომას ქედის მერი ლევან გორგილაძე ესწრებოდა, რომელიც სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშრებით კითხვებს პასუხობდა.
სხდომაზე პირველ საკითხად განხილული და დამტკიცებული იქნა ,,ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომლითაც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 9 536 900 ლარით იქნა განისაზღვრული.
წარმომადგენლობით ორგანოში მე-2, მე-3 , მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 საკითხებად განხილული და მიღებული იქნა შემდეგი ნორმატიუი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები:
2. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
3. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
4. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
5. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
6. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
7. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
8. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
9. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
10. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
11. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
12. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
სხდომაზე მეცამეტე საკითხად განიხილულ იქნა და საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე გავიდა „„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
საკრებულოს მიერ ერთხმად იქნა მიღებული დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-14, მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 განკარგულების პროექტები.
14. ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული დაბა ქედა აბუსერიძის ქუჩა N16-ში მდებარე საცხოვრებელი ბინების მიმდებარედ არსებული 2500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომლითაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიეცემა შესაძლებლობა დაბა ქედის საჯარო სკოლისათვის აშენდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტ დარბაზი.
15. ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში მდებარე 702 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, აღნიშნული მიწის ნაკვეთი განკუთვნილია საპიკნიკე ადგილებისა და ბელვედერების მოწყობისათვის, რომელსაც განახორციელებს აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
16. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი - ქედის მუნიციპლიტეტმა საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად შეიმუშავა მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა 2018-2022 წლებისთვის. გეგმის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენებისმართვის პროცესის დაგეგმვა ნარჩენების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე პრინციპებსა და მიდგომების მიხედვით. ნარჩენების მართვის თანამედროვე ისეთი სისტემის შემუშავება და განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებას და გატანის ეფექტიანი სერვისის მიწოდებას.
17. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
18. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |