მთავარი სიახლეების არქივი

2017 წლის 08 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა N01-06/20 რიგგარეშე სხდომა

2017 წლის 08 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა N01-06/20 რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან ესწრებოდა 19. საკრებულომ დღის-წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილა.

სხდომაზე პირველ საკითხად განხილული და დამტკიცებული იქნა ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომლითაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 30800 ლარით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებებით ძირითადად დაფინასებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სოციალურად დაუცველთათვის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის ხარჯები და სარეზერვო ფონდი. ასევე მუნიციპალური ორგანოების სხვადასხვა კომუნალური ხარჯები.

წარმომადგენლობით ორგანოში მე-2, მე-3 და მე-4 საკითხებად განხილული და მიღებული იქნა შემდეგი განკარგულების პროექტები:
2.ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;

3.ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;

4.ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტზე პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიანი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

საკრებულომ მეხუთე საკითხად მოისმინა და მიზანშეუწონლად მიიჩნია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს მიერ ელექტროგადამცემი სადენის მშენებლობის დროს მოჭრილი და დასაწყობებული საშეშე მერქნის ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემავალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის, სკოლებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შუამდგომლობის თხოვნის შესახებ, რადგანაც აღნიშნული ღონსიძიება ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტის მიმდინარე ცვლილებებით იქნა დაფინანსებული.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?