მთავარი მერია სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 8 აპრილის ჩათვლით მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში გაიმართება, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და სოფლის პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების შერჩევას, სადაც სოფლის მცხოვრებლები კენჭს უყრიან მათთვის მნიშვნელოვან პროექტებს.
პროგრამის ფარგლებში, ძირითადად ფინანსდება შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, გარე განათების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, სკვერების რეაბილიტაცია, მინი სპორტული ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეების მოწყობა.
სოფლის კრებებს ესწრებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის და საკრებულოს მოადგილეები, საკრებულოს დეპუტატები და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?