სახალხო ფესტივალი ,,შემოდგომა ქედაში
8 ნოემბერი 2024 | მერია
სახალხო ფესტივალი ,,შემოდგომა ქედაში“
დასაწყისი: 9 ნოემბერი, 14:00 საათი
ადგილი: ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალური პარკი.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან:
,,საპატიო ქედელები“;
ფოტოკონკურს ,,ტურიზმი ქედაში“ გამარჯვებული.
გაიმართება მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
კულინარიული მასტერკლასი;
ქედის ღვინის მარნების და ადგილობრივი მეღვინეების მიერ წარმოდგენილი ღვინის დეგუსტაცია;
ღვინის საწნახელში დაწურვის და ჭაჭის გამოხდის იმიტაცია;
პარალელურად გაიმართება სპორტული აქტივობები და საბავშვო პროგრამები:
ანიმატორები და ზღაპრის გმირები;
სახის მოხატვა;
ბავშვების გამასპინძლება ნაყინითა და პოპკორნით;
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს:
კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და ბენდი;
მოწვეული ბენდები ,,ურსა“ და ,,გოგლაურა“;
ინდივიდუალური შემსრულებლები: ჰასან მესხიძე და გიორგი მაზმიშვილი;
საღამოს ახალგაზრდების განწყობაზე იზრუნებს DJ MZM;
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.