მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართეს

ქედის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მერის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და ადგილობრივი მეფუტკრეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ფერმერებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეფუტკრეებისთვის რეკომენდაციებს რა პრევენციული ზომები უნდა გაატარონ მათ, რათა წამლობების პროცესში ფუტკრის ოჯახები მაქსიმალურად დაცული იყოს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?