ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შიდა სასოფლო გზებზე მზა ბეტონის შესყიდვის და დაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
8 ივლისი 2026 | მერია
ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შიდა სასოფლო გზებზე მზა ბეტონის შესყიდვის და დაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები სოფელ ორცვაში, მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული, რაც პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ხელს უწყობს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიან და დროულ შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 750 000 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობის გადაწყვეტილებით ყველაზე ხშირად ფინანსდება შიდა სასოფლო გზები, გარე განათება, შემოღობვა, სკვერების მოწყობა, წისქვილების მოწყობა და ა.შ.
პროგრამის ფარგლებში მერთან ერთად სამუშაოები ასე, საკრებულოს დეპუტატმა ნაზიმ ჩხეიძემ და დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ქემალ სალაძემ დაათვალიერა.
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2026
ივლისი
| კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |