მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარის მრავალბინიანი სოციალური სახლისთვის სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები დასრულდ

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარის მრავალბინიანი სოციალური სახლისთვის სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან, ქედის წყალკანალის ხელმძღვანელ ემზარ ბერიძესთან და პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელ რაულ სალაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სათავე წყალშემკრები და გამწმენდი ნაგებობა, 20 კბ მ რეზერვუარი, 4 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური მილსადენი და შიდა დაქსელვა.

სამშენებლო სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდა, რომლისთვისაც 266 185 ლარი დაიხარჯა.

დღეიდან, აგარის სოციალური სახლში მცხოვრები 20 ოჯახის ყოფა რადიკალურად შეიცვალა. თითოეულ ოჯახს უკვე აქვს წვდომა უწყვეტ, სუფთა და უსაფრთხო სასმელ წყალზე.

მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე აგარის სოციალური სახლის მცხოვრებლებს შეხვდა, რომლებმაც გულწრფელი მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის ყველას, ვინც ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში შეიტანა წვლილი.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?