მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტში საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში მგზავრთა გადაყვანა ორი მიმართულებით სარიჩაირისა და გომის მთის იალაღებზე განხორციელდება. ტრანსპორტირება დღეს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში სულ 23 რეისი შესრულდება, მათ შორის:

10 რეისი, სოფელი ცხმორისი – კოკოტაური – მთა სარიჩაირი – კოკოტაური – ცხმორისი;
13 რეისი, ცენტრი ცხმორისი – დანდალოს ცენტრი – გომის მთა – დანდალოს ცენტრი – ცენტრი ცხმორისი.

უფასო ტრანსპორტით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოიალაღეები, ისე ტურისტები. რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება, ხოლო შუამთობის პერიოდში მგზავრებს კვირაში ორჯერ მოემსახურება.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?