მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში განახლდა

ახალი სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებას, დაბა ქედის და აქუცის საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან მამუკა თურმანიძესთან, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილესთან რავშან ბეჟანიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან რომან დავითაძესთან ერთად დაესწრო.

,,გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს. განსაკუთრებული სითბოთი მივულოცავ პირველკლასელებს, ვისთვისაც დღეს პირველად დაირეკა ზარი. ეს დღე, მათი ცხოვრების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისია. გისურვებთ, ნაყოფიერ და წარმატებულ წლებს. თქვენი ცოდნა და მიზანდასახულობა უდიდესი ღირებულებაა საქართველოს განვითარებისთვის” - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ.

ქედის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში განახლდა. წელს საჯარო სკოლებში 136 პირველკლასელია რეგისტრირებული.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?