მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ქალთა ოთახების გაერთიანების და ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ქალთა ოთახების გაერთიანების და ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.

ტრენინგი თემაზე ,,სოფლად ტურიზმის განვითარება და პრაქტიკული რჩევები” მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის გაიმართა, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ადგილობრივი ტურისტული სერვისების და ტურისტული ლოკაციების განვითარებით.

ტრენინგის მოდული ორ დღეს მოიცავდა, რომელსაც საქართველოს ქალთა ოთახების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი ნათია სურმანიძე უძღვებოდა.

ასევე, შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგა ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი რაულ ცინცაძე, რომელმაც მეწარმეებს ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამები გააცნო. მან ადგილობრივ მეწარმეებს საქმიანობის პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა.

პროგრამის მიზანია სოფლად ტურიზმის პოტენციალის გაძლიერება და ხელშეწყობა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს, პროექტის ფარგლებში შემუშავებული სოფლად ტურიზმის განვითარების სახელმძღვანელოები და სერთიფიკატები გადაეცათ.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აგვისტო
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?