მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ბიუჯეტიდან 1 059 769 ლარი დაიხარჯა

დასრულდა, ორი ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა და ოთხის რეაბილიტაცია, რომელიც დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო:

დაბა ქედაში, თ.სახოკიას ქუჩაზე აშენდა ახალი თანამედროვე ტიპის სპორტული მოედანი და ბავშვთა გასართობი სივრცე. განთავსდა ატრაქციონები, დასასვენებელი სკამები, ლამპიოონები, დეკორატიული ხეები, წყლის შადრევანი და ურნები.
სოფელ ცხემნაში აშენდა ახალი, მრავალფუნქციური თანამედროვე ტიპის მინი-სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელი ცხმორისის, დანდალოს, ზესოფლის და კოლოტაურის მინი სპორტულ მოედნებს.

ასევე, სოფელ ახოში დასკვნით ეტაპზეა ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის მოწყობა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ტრენაჟორები და ატრაქციონი, საპარკე სკამები, ლამპიონები წყლის შადრევანი და ფანჩატური.

სოფელი ახოს მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს შესაბამისი სტანდარტებით მოწყობილი თანამედროვე სკვერით, რომელიც გათვლილია ყველა თაობის მომხმარებელზე.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?