მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

,,განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების აღზრდაში, მთავარი როლი მასწავლებლებს და პედაგოგებს აკისრიათ. დასაფასებელია თითოეული თქვენთაგანის ღვაწლი მომავალი თაობის პატრიოტებად ჩამოყალიბებაში და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის,” - განაცხადა მერმა როლანდ ბერიძემ.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრის მოადგილე თათია გორგილაძე, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჭედლიძე ესწრებოდა.

ღონისძიებას მუსიკალურად ქედის კულტურის ცენტრთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ანსამბლი ,,ელესა“, ,,იაგუნდი“ და ინდივიდუალური შემსრულებელი სალომე ხაბაზი და კესარია ალელიშვილი აფორმებდნენ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?