მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს სოფელ დანდალოში, ოტოლაძეების უბანში სანიაღვრე არხისა და ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები.

პროგრამის ფარგლებში ასევე, რკინა ბეტონის მილის, სანიაღვრე არხისა და ფერდსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები სოფელ აგარაში, აქუცასა და ზენდიდში მიმდინარეობს.

ხოლო, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ კუჭულაში ნოდარ ნაკაშიძის სახლის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

ასევე, სოფელ დანდალოში დასრულდა წყლის წისქვილის სამშენებლო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში ოთხი წისქვილის მშენებლობა მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოები მერთან ერთად, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ, დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა რუსლან ბალაძემ, საკრებულოს დეპუტატებმა ანზორ გოგიაშვილმა და ზვიად არძენაძემ დაათვალიერა.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?