მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები დაათვალიერა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან და პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ ზედა მახუნცეთში ატრაქციონის სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უკვე დაიგო არმირებული ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კაუჩუკის ფილების მოწყობა და ესკიზის შესაბამის სხვადასხვა ატრაქციონის მონტაჟი;
ასევე, აქტიურ ფაზაშია სოფელ მილისში ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი და მიმდინარეობს კაუჩუკის ფილებისა და ბორდიურების მოწყობა. სივრცე დაიხურება ბურულის ტიპის სახურავით, რის შემდეგაც დამონტაჟდება სხვადასხვა სახეობის ტრენაჟორები.
პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას შეეძლება ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი რეკრეაციული და სპორტული სივრცეებით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ხოლო ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას.
სამშენებლო სამუშაოები მერთან ერთად ადგილზე მერის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა რეზი ვარშანიძემ და საკრებულოს დეპუტატმა ლევან ვერძაძემ დაათვალიერა.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?