მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ გასვლითი თათბირი გამართა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად გასვლითი თათბირი გამართა.
შეხვედრა დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენელთან და სპეციალისტებთან გაიმართა, რომელსაც ასევე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ზვიად არძენაძე ესწრებოდა.
შეხვედრის ფარგლებში მერმა ადგილზე მოისმინა ინფორმაცია თემში არსებული მდგომარეობის შესახებ. იგი დეტალურად გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიზნობრიობას, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.
შეხვედრის შემდეგ, მერმა ადგილობრივი მოსახლეობის მიღება გამართა, სადაც მოქალაქეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაცია ყურადღებით იქნა მოსმენილი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თითოეული საკითხი განიხილება და მოქმედი პროგრამებისა და შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობას საჭირო დახმარება გაეწევა.
მსგავსი შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას, მათი საჭიროებების გააცნობას და პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრას.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?