მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. განხორციელდა მოედნის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. მოეწყო ბეტონის ფილა, სექციური ღობე, ლითონის კონსტრუქციები და ხელოვნური საფარი, ასევე დამონტაჟდა განათების სისტემა. მოედანი განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის და ფრენბურთის სათამაშოდ.

აღსანიშნავია რომ ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს 5 სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდა.

დასკვნით ეტაპზეა, ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სოფელ უჩხითში სოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოები. უახლოეს დღეებში თენგო ცინცაძის ხუთსულიანი ოჯახი შეძლებს სრულიად უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ცხოვრებას. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 4 ახალი სახლი აშენდა.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე მერთან ერთდ, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი რეზი ვარშანიძე გაეცნო.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
იანვარი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?