მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ ატრაქციონების და ტრენაჟორების მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ნადიმ ვარშანიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ატრაქციონების და ტრენაჟორების მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
დასრულდა სოფელ ზედა მახუნცეთში ატრაქციონის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა არმირებული ბეტონის ფილების და კაუჩუკის ფილების მოწყობა. ასევე, ესკიზის შესაბამის სხვადასხვა ინვენტარის და ატრაქციონის მონტაჟი;
ასევე დასრულდა, სოფელ მილისში ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბეტონის ფილის, კაუჩუკის ფილების და ბორდიურების მოწყობა, ტრენაჟორის ლითონის კონსტრუქციების მოწყობა, სახურავის ბურულის მოწყობა და სხვადასხვა სახეობის ტრენაჟორების დამონტაჟება.
სოფლებში ატრაქციონებისა და სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცეების შექმნას. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ხოლო ბავშვებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქმნება დამატებით, კომფორტული და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეები, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სოფლებში ცხოვრების ხარისხსა და დასვენების შესაძლებლობებს.
სამშენებლო სამუშაოები მერთან ერთად ადგილზე მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა რეზი ვარშანიძემ და საკრებულოს დეპუტატმა ლევან ვერძაძემ დაათვალიერა.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?