მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში ეკონომიკური განვითარებისა და სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურებმა გასული წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ასევე სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის გასული წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

2025 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში 65 პროგრამა განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 7მლნ. ლარზე მეტი დაიხარჯა. მუნიციპალური პროექტები და პროგრამები შემუშავებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მოადგილე მამუკა ფარტენაძე, ეკონომიკური განვითარების სამსახურის და სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.ანგარიში ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა გულადი წითელაძემ და სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ წარადგინეს.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?