მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის გასული წლის ანგარიში მოისმინეს და მიმდინარე წლის პროგრამებზე იმსჯელეს

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის გასული წლის ანგარიში მოისმინეს და მიმდინარე წლის პროგრამებზე იმსჯელეს.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, ასევე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
2025 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 16 პროგრამა განხორციელდა, რომლითაც 4600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. 2026 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 665 700 ლარით გაიზარდა და 4 მლნ ლარს გადააჭარბა, რომლის ფარგლებში 17 მიზნობრივი პროგრამა განხორციელდება.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები შემუშავებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე და მიზნად ისახავს უსაფრთხო გარემოს შექმნას და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
ანგარიში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა დავით თედორაძემ წარადგინა.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?