მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტი, ბათუმში რიგით მე-17 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

ქედის მუნიციპალიტეტი, ბათუმში რიგით მე-17 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე - ”EBIT 2026” -ში მონაწილეობს.

EBIT 2026-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, მთავრობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ქედის მუნიციპალიტეტისათვის განკუთვნილ სივრცეს უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი ეწვია. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქედისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები და ადგილობრივი ღვინო.

ღონისძიების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ელესა“, რომელმაც ქართული ფოლკლორის გამორჩეული ნომრები წარადგინა.

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა „EBIT 2026“ ტურიზმის სფეროს 90-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?