მთავარი მერია სიახლეები

ქედის მერმა სოფელ დოლოგანში და პირველ მაისში ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ნადიმ ვარშანიძესთნ ერთად სოფელ დოლოგანში და პირველ მაისში ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საცხოვერებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში 3 ახალი სახლი აშენდება: სოფელ დოლოგანში, ორცვასა და პირველ მაისში.
პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, სველი წერტილების მოწყობას, შიდა და გარე სრული სარემონტო სამუშაოების განხორციელებას. აღნიშნული პროექტისთვის ჯამში 372 000 ლარი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა 2019 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მის ფარგლებში დღემდე 22 ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა, რამაც არაერთ ოჯახს გაუუმჯობესა საცხოვრებელი პირობები.
სამშენებლო სამუშაოები მერთან ერთად, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?