მთავარი მერია სიახლეები

ქედის მერი ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონიას დაბა ქედის და წონიარისის საჯარო სკოლებში დაესწრო

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან ცინცაძესთან და რესურსცენტრის უფროსთან დურმიშხან შავიშვილთან ერთად დაბა ქედის და წონიარისის საჯარო სკოლებში დაესწრო.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს. განსაკუთრებით გულთბილად მინდა მივულოცო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა პირველკლასელებს, მათთვის დღეს პირველად დაირეკა ზარი. ნაყოფიერ და წარმატებულ წლებს გისურვებთ, თქვენი ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ.

დაბა ქედის საჯარო სკოლაში ტრადიციად იქცა ხის დარგვის ცერემონია, რომელიც პირველკლასელებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დარგეს.
ქედის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი 29 - ვე საჯარო სკოლაში განახლდა. წელს სულ 155 პირველკლასელია რეგისტრირებული.
ადგილობრივი თვითმმაეთველობის წარმომადგენლები ყველა საჯარო სკოლას ეწვივნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?