ქედაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
17 აპრილი 2025 | მერია
✔︎ ქედის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განხორციელების პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
✔︎ მიმდინარე წელს, სამი სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება: სოფელი აქუცაში, ხარაულაში და დაბა ქედაში 9 აპრილის ქუჩაზე.
✔︎ 9 აპრილის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
✔︎ პროექტის ფარგლებში მივიღებთ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სპორტულ მოედანს, რომელიც გათვლილი იქნება როგორც ფეხბურთის, ასევე ფრენბურთის და კალათბურთის სათამაშოდ.
✔︎ სპორტული მოედნების სარეაბილიტაციოდ ბიუჯეტიდან 600 000 ლარია გამოყოფილი.