ქედაში სახალხო დღესასწაული ,,ნამეფვარობა" გაიმართა
22 სექტემბერი 2024 | მერია
სახალხო დღესასწაულს საფუძვლად თამარ მეფესთან დაკავშირებული ხალხური თქმულება უდევს, რომლის მიხედვითაც დედოფალი აჭარაში მოგზაურობისას მთა პერანგაზე დაბანაკებულა. თქმულების თანახმად, ამ ადგილს ნამეფვარსაც უწოდებენ.
ღონისძიებას საფუძველი 2012 წლის 19 მაისს ჩაეყარა.
ღონისძიებაში, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა“, ცხმორისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ღებულობდნენ მონაწილეობას.
ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაულის ორგანიზატორები არიან ქედის მუნიციპალიტეტის მერია, ქედის კულტურის ცენტრი.
ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ცხმორისში მთა პერანგაზე გაიმართა.
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
მარტი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |