მთავარი მერია სიახლეები

ქედაში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ეროვნული დღე პედაგოგებს მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ და ქედის რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა მიულოცა.

ღონისძიების ფარგლებში:

ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის 40 პედაგოგი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ასევე, მოსწავლე ახალგაზრდობის მასწავლებლებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის მასწავლებლები ლამარა შერვაშიძე და შოთა ანანიძე დააჯილდოვა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ პროგრამის ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებულ 31 მოსწავლეს გადასცა კომპიუტერი.

მასწავლებლის ეროვნული დღე, ქართველი პედაგოგის, საქართველოს მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნა.


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?