მთავარი მერია სიახლეები

ქედაში კარტოფილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,კაიფრი" გაიხსნა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში კარტოფილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო შპს,, კაიფრი’’ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.


აღნიშნული საწარმო ორიენტირებული იქნება რეგიონში წარმოებული კარტოფილის მიღებაზე, რომელიც დიდ დახმარებას გაუწევს ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს ადგილზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში.
საწარმო სეზონზე მიიღებს 1000 ტონამდე კარტოფილს, საიდანაც დამზადდება გაყინული კარტოფილის ფრი, რომელიც მიწოდებული იქნება, როგორც ადგილობრივ ბაზრებზე ასევე სუპერმარკეტების ქსელში.
საწარმო, რომლის თანადაფინანსების ნაწილი 200 000 ლარით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინასებით და არასამთავრობო ორგანიზაცია სენის 114 000 ლარით განხორციელდა 20-მდე ადგილობრივი მკვიდრი დასაქმდება.
შპს,, კაიფრი’’-ს საინვესტიციო ბიუჯეტი შეადგენს 1 200 000 ლარს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?