მთავარი მერია სიახლეები

ქედაში ,,ახალგაზრდა გოგონათა საერთაშორისო დღე“ აღინიშნა

ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ქალთა ოთახის ორგანიზებით, ქედაში ,,ახალგაზრდა გოგონათა საერთაშორისო დღე“ აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში, თემაზე ,,გოგონები გუშინ, დღეს და ხვალ“ ტრენინგი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ,,ახალგაზრდა გოგონათა საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ დააჯილდოვა.

ასევე, ტრენინგის მონაწილეებს თემასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოები და საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიების მიზანია, საზოგადების ცნობიერების ამაღლება, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და სხვა გენდერული დისკრიმინაციის რისკების პრევენცია და განათლების აუცილებლობის ხაზგასმა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?