მთავარი მერია სიახლეები

ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საკონკურსო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

დღეს, ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საკონკურსო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მამუკა თურმანიძე უძღვებოდა.
პროგრამის ფარგლებში სულ 23 განაცხადი შემოვიდა. კომისიის წევრებმა წარმოდგენილი იდეები განიხილეს და შეაფასეს პროგრამის მიზნებთან და პრიორიტეტულ მიმართულებებთან შესაბამისობის მიხედვით.
შემდგომ ეტაპზე, კომისიის წევრები იდეების ავტორებთან ადგილზე მონიტორინგს განახორციელებენ, რათა დეტალურად გაეცნონ წარმოდგენილ ინიციატივებს და შეაფასონ მათი განხორციელების შესაძლებლობები. ინფორმაცია მონიტორინგის თარიღის შესახებ ბენეფიციარებს წინასწარ ეცნობებათ.
პროგრამის განხორციელების მიზანია, ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და ხელშეწყობა, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?