მთავარი მერია სიახლეები

მერის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს N 01-06/02 მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებს, ქედის მუნიციპალიტეტის დელეგატს აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძეს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს მორიგ სხდომას და მუნიციპალიტეტის მერის 2024 წლის ანგარიშის წარდგენას, სსიპ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მე - 11 კლასის მოსწავლეები დარგის მასწავლებელთან ერთად ესწრებოდნენ.

თავის ანგარიშში მერმა დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ძირითად მიღწევებზე, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული პროექტია გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა. დღეის მდგომარეობით ბუნებრივი აირით 700 - მდე ოჯახია უზრუნველყოფილი. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სოფლებში დაქსელვის სამუშაოები;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყო 215 ერთეული გარეგანათების ბოძი და დაეგო 1 166 კბმ რკინა-ბეტონის საფარი;

აშენდა ორი ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 მინი სპორტულ მოედანს, ასევე სოფელ ახოში მოეწყო ახალი სკვერი;

ძველი საცხოვრებელი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში 4 ახალი სახლი აშენდა და დღეის მდგომარეობით 22 ახალი საცხოვრისია აშენებული.

ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში საქართველოს სახელმწიფო დროშისთვის მოეწყო ლითონის კონსტრუქცია;

მუნიციპალიტეტმა შეძინა ორი ერთეული ტექნიკა: isuzu – ს ფირმის ავტობუსი და iveco - ს ფირმის ნაგავმზიდი;

პრეზენტაციის დასასრულს მერმა საკრებულოს წევრების, დელეგატის და მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?