მთავარი მერია სიახლეები

,,ფრიდონობა"

დღეს, სახელოვანი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღეა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პოეტის ოჯახის წევრები, საზოგადო მოღვაწეები ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ეზოში საფლავთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს პოეტის ხსოვნას.
ღონისძიება ,,ფრიდონობა“ სახელოვანი პოეტის და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის სახელობის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მწერალთაკავშირის და ოჯახის წევრებმა პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს.
ასევე, გამოვლინდა შემოქმედთა ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები, რომელთაც ფრიდონ ხალვაშის სახელობის სტიპენდია გადაეცათ.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აგვისტო
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?