ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, შემოსული განცხადებების შერჩევისა და შეფასების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დღეს, ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, შემოსული განცხადებების შერჩევისა და შეფასების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და შესაბამისი მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ავარიული საცხოვრებელი სახლების შესახებ და განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩა ოჯახი, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში ავარიული საცხოვრისის მქონე ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხო გარემოს შექმნა.