მთავარი მერია სიახლეები

დიდთოვლობისგან გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოები ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში, რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად შექმნილი პრობლემების განხილვის, სალიკვიდაციო სამუშაოების და საჭიროების შემთხვევაში გასატარებელი ოპერატიულ ღონისძიებებიდან გამომდინარე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მერთან შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მამუკა თურმანიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რომან დავითაძე და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქედის განყოფილების უფროსი გოჩა ბერიძე ესწრებოდა.

დიდთოვლობის გამო 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები. ინტენსიურად იწმინდება როგორც ცენტრალური ასევე, სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები.

უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მობილიზებულია როგორც სხვადასხვა უწყებები, ასევე მერიის სამსახურები და ადამიანური რესურსი.

დღეს, ქედის კომუნალურსერვისის და წყალკანალის თანამშრომლებმა, ასევე მოქალაქეებმა დაბის ქუჩები, მნიშვნელოვანი ობიექტები და ხე-მცენარეები გაათავისუფლეს თოვლის საფარისგან.

რაც შეეხება, ელექტოენერგიას, არ მიეწოდება 27 სოფელს სულ 1820 აბონენტს. ენერგო პრო-ჯორჯიას ჯგუფები მობილიზებულია და მიმდინარეობს აღდგენიი სამუშაოები.

მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 595 08 43 31

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?