მთავარი მერია სიახლეები

დღეს, მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის ბოლო ზარი დაირეკა

დღეს, მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის ბოლო ზარი დაირეკა.
მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან რავშან ბეჟანიძესთან, რესურსცენტრის უფროსთან დურმიშხან შავიშვილთან, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად დაბა ქედის და მერისის საჯარო სკოლებში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო და ახალგაზრდებს სკოლის დასრულება მიულოცა.
გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლის დასრულებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. გისურვებთ საინტერესო, ღირსეულ და წარმატებულ მომავალს. თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ და მჯერა, საკუთარი ცოდნით, შრომითა და მიზანდასახულობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. აქვე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პედაგოგებს, რომლებმაც სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და თავდადებით იზრუნეს თქვენი აღზრდისა და განათლებისთვის. მათ მიერ გაწეული შრომა თითოეული ახალგაზრდის წარმატების საფუძველია - აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ.
წელს, ქედის მუნიციპალიტეტში 138 მოსწავლე ამთავრებს სკოლას.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?