ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო ტკბილეულის ნობათი გადაეცათ
24 დეკემბერი 2024 | მერია
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზუნდაგის საბავშვო-ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატ მამუკა თურმანიძესთან ერთად ზუნდაგის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო ტკბილეულისა და ნუგბარის ნობათები გადასცა.
საახალწლო ღონისძიებას ასევე, აა(ი)პ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აიშე თებიძე, საკრებულოს მაჟორიტარი ლევან ვერძაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საახალწლო ღონისძიება მუნიციპალიტეტის ყველა ბაგა-ბაღში მიმდინარეობს და ტკბილეულის ნუგბარი 15 საბავშვო ბაღის 435 - მდე აღსაზრდელს დაურიგდება.