მთავარი მერია სიახლეები

ახოში თანამედროვე ტიპის სკვერი აშენდა

ქედაში, კიდევ ერთი ახალი თანამედროვე ტიპის სკვერი აშენდა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე, ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახოში აშენდა, რომლის დასრულებული სამუშაოები დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდი ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან და ადგილობრივი თვითმნმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი ფანჩატური, დეკორატიული ქვაფენილი, წყლის შადრევანი, ლამპიონები, მწვანე საფარი და დეკორატიული ხეები.

ასევე, დამონტაჟდა ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონი.

სოფელი ახოს მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს შესაბამისი სტანდარტებით მოწყობილი თანამედროვე სკვერით, რომელიც გათვლილია ყველა თაობის მომხმარებელზე.

სკვერის მშენებლობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 460 000 - მდე ლარი დაიხარჯა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?