მთავარი მერია სიახლეები

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს 2026 წლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
მინისტრმა ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს დეტალურად გააცნო დაგეგმილი მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას, წარმოების ზრდასა და ფერმერთა ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2026 წელს განახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ორ კომპონენტს მოიცავს. საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება 2 500 პროექტი, ხოლო სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში არანაკლებ 7 პროექტი.
შეხვედას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აგვისტო
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?