მთავარი მერია სიახლეები

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. ეს დღე გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვა.

ამ დღესთან დაკავშირებით 9 აპრილის პარკში ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან ცინცაძესთან ერთად სიმბოლურად მწვანე ნარგავები დარგო.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა დასუფთავების მასშტაბური აქცია, რომელშიც ჩართული იყვნენ საჯარო მოხელეები, მუნიციპალური ორგანიზაციები და წითელი ჯვრის ქედის ფილიალის მოხალისეები და ადგილობრივი მოსახლეობა.

სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლისა და ცნობიერების ზრდასთან ერთად იზრდება სამოქალაქო საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი პლანეტის დაცვისა და მასზე ზრუნვის აუცილებლობას წარმოადგენს.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?