მთავარი მერია სიახლეები

17 მაისს ქართველი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაში დაბადების დღე აღინიშნება

17 მაისს, ქართველი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაში დაბადების დღე აღინიშნება.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, პოეტის ხსოვნას პატივი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიაგეს.

ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პოეტის ოჯახის წევრები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.

ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ეზოში, პოეტის საფლავთან გაიმართა, სადაც დამსწრეებმა პატივი მიაგეს ფრიდონ ხალვაშის ხსოვნას.

ხაზი გაუსვეს პოეტის მრავალწლიან მოღვაწეობას, ასევე მისი შემოქმედებიდან ლექსები და ნაწყვეტები წაიკითხეს.

ფრიდონ ხალვაში 30-ზე მეტი პოეტური, პროზაული კრებულის ავტორი და არაერთი ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელი გახლდათ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?