მთავარი მერია სიახლეები

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა
ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ქედაში, ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრში სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო და პროგრამებში ჩართული ბავშვების მშობლებთან შეხვდა. მოისმინეს სერვისების შესახებ მათი მოსაზრებები და საჭიროებები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების პრიორიტეტული მოსარგებლეები არიან. სამედიცინო სერვისების გარდა, სამინისტრო აფინანსებს სხვადასხვა სახის რეაბილიტაციის კურსს, გასცემს 28 სახეობის დამხმარე საშუალებას, მხარდაჭერას უცხადებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლებს და ორსულებს. პროგრამებით ყოველწლიურად 5 500-ზე მეტი ბავშვი და ზრდასრული სარგებლობს, გამოყოფილა 13 მილიონ 500 000 ლარზე მეტი.
სამინისტრო სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეების მხარდასაჭერად ყოველწლიურად ნერგავს ახალ პროგრამებს, ან აფართოებს არსებულს. მიმდინარე წელს ამოქმედდა „რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა, გაიზარდა „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის" კურსების დაფინანსება და სეანსების რაოდენობა.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?