ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ვორქშოფით აღინიშნა ქედაში
დღეს ,,ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა“ - რომლის მიზანია არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელთათვის შემეცნებითი სამუშაო ვორქშოფი „ტოლერანტობა“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის, აჭარის ფილიალის ადვოკატი - პაატა დიასამიძე უძღვებოდა.
მოსწავლეებისთვის შეთავაზებული იქნა აქტივობები, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, გაანალიზონ ტოლერანტობის არსი და მნიშვნელობა, მიიღონ ინფორმაცია ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და მისი მართვის შესახებ.
შეხვედრა ახალგაზრდებისთვის საინტერესოდ წარიმართა. ისინი უშუალოდ ჩართნენ დისკუსიებში, დააფიქსირეს საკუთარ შეხედულებები თემის ირგვლივ, განიხილეს ფილმები და მაგალითები.
შეხვედრის მიზანია მოზარდებში ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, განსხვავებული აზრის, კულტურის, სამყაროს ხედვის აღიარება - რომ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ თანასწორნი არიან.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |