მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტში 16 დღიანი დღიანი საინფორმაციო კამპანია ოფიციალურად დასრულდა

ქედის მუნიციპალიტეტში ,,არა ძალადობის" 16 დღიანი საინფორმაციო კამპანია ოფიციალურად დასრულდა. დღეს, გენდერული საბჭოს წევრებმა საინფორმაციო ფლაერები მერის წარმომადგენლებს, მუნიციპალურ ორგანიზაციებსა და საზოგადოების წევრებს დაურიგეს, რომლის მიზანი იყო ინფორმირება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ძალადობის მსხვერპლთათვის იურიდიული დახმარების სერვისების შესახებ და ა. შ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.

ღონისძიება ქედის ,,ქალთა ოთახის" ორგანიზებით გაიმართა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?