მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისათვის ,,ქალთა ოთახი“ და გენდერული თანასწორობის საბჭო აცხადებს კონკურსს

ქედის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისათვის ,,ქალთა ოთახი“ და გენდერული თანასწორობის საბჭო აცხადებს კონკურსს ,,ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“, რომლის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა აქტიურობას და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას.

პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს გაიზარდა და 45 000 ლარს შეადგენს.

თითოეულ პროექტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან თანადაფინანსების (სუბსიდირება) მინიმალური ოდენობა შეადგენს 1000 ლარს, ხოლო მაქსიმალური - 7000 ლარს, რაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის ღირებულების - 80%-ია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - არანაკლებ - 20% და მისი ოდენობა (%) შეიძლება გაიზარდოს პროექტის ჯამური ღირებულების შესაბამისად.

კონკურსით ისარგებლებს:

18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი;

ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქედის მუნიციპალიტეტში.

კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:

პირს, რომელიც არის 2022 და 2023 წწ ამ კონკურსში გამარჯვებული;

პირს, რომელსაც აქვს საბანკო დავალიანება, ყადაღა და რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში;

საჯარო მოხელე.

ბიზნეს-იდეის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე: https://we.tl/t-SPq8yoPuJ0

განცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 24 მაისი 18:00 საათი.

განაცხადი უნდა შემოიტანოთ:

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია;

ელ-ფოსტა: keda.kancelaria@gmail.com

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია:
ლინკი: https://www.facebook.com/profile.php?id=100075460705951

მობილური: 599 32 64 00; 595 01 05 69.


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
იანვარი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?