ქედაში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში ,,ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან, გენდერული საბჭოს წევრებთან და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ქალთა პოლიტიკური მიმართულების ექპერტი მაია კუპრავა-შარვაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი/იურისტი ალექსანდრე სვანიშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრის მიზანია პროექტის ფარგლებში ქალებთან შეხვედრების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გაცნობა, იდენტიფიცირება, სამომავლო ინტერვენციების დაგეგმვა, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება.
პროექტი ,,ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |