მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

ქედაში ახალი პროგრამა ამოქმედდა

ქედის მუნიციპალიტეტში ,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის მხარდამჭერი მუნიციპალური“ ახალი პროგრამა ამოქმედდა.
პროგრამა შემუშავებულია ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
ქვეპროგრამის მიზანია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური მხარდაჭერა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს, კერძოდ:
1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის (შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში სასამართლოსა ან/და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი გადაწყვეტილებით) მქონე პირთა ფინანსურ დახმარებას სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად, ასევე საჭიროების შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დროებით (სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად) ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას.
2. საგანმანათლებლო და საინფორმაციო ტრენინგ-სემინარების ციკლი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით.
პროგრამა მიმდინარე წელს დაინერგა, რომლის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 6 740 ლარია.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?