მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

მუნიციპალიტეტის დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებისთვის ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებისთვის CinéDOC-Tbilisi-ს პლატფორმის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ,,პუნამის ბედისწერა“ ჩვენება და დისკუსია გაიმართა, რომელსაც მოწვეული ტრენერი თინათინ გიორგაძე უძღვებოდა.

გოგონებისთვის განათლების ხელშეწყობის აუცილებლობა, ნაადრევი ქორწინება, გენდერული უთანასწორობა, სიღარიბე - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც დისკუსიის მსვლელობისას გამოიკვეთა.

მოსწავლეებმა ფილმი რეალურ კონტექსტს დააკავშირეს და გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს წიგნები გადაეცათ.

დისკუსიას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საკრებულოს წევრი ოთარ ხარაძე და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია ესწრებოდნენ.

ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს და ქალთა ოთახის ორგანიზებით გაიმართა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?