მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

მეწარმე ქალი ქედიდან

გაიცანით შორენა ტარიელაძე - მეწარმე ქალი ქედას მუნიციპალიტეტიდან, რომელსაც სოფელ ხარაულაში აქვს ოჯახის ტიპის სასტუმრო და უნიკალური ჯიშების ვაზის ბაღი.
ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და "ქალთა ოთახის" მიერ გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა, წარმატებით გაირა რამდენიმე ეტაპი და შეძლო გრანტის მოპოვება.
"ვცდილობ გავანაწილო დრო ოჯახზე, სამსახურსა და სოფლის საქმეებზე, რაც ვფიქრობ, წარმატებით გამომდის. ასევე, აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სოციალურ პროექტებში, რომელიც ემსახურება ქედაში ქალების გაძლიერებას.
ბოლო პერიოდში, ქედაში კარგად ვითარდება ტურიზმი. ასევე, შეიცვალა პრიორიტეტები და მიდგომები. ქალები ცდილობენ იყვნენ დასაქმებულნი და წარმატებულნი მიუხედავად სამუშაო ადგილების დეფიციტისა და რეალიზება გაუწიონ მათ პროდუქტს, იქნება ეს ხელსაქმე თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტი."
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?