მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელა.

თავმჯდომარის მოადგილე თეა შარაშიძემ გენდერული თანასწორობის ფარგლებში, 2020 წლის განმავლობაში დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობები წევრებს დასამტკიცებლად წარუდგინა, ხოლო დასახლებათა საერთო კრებებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის, ასევე ახალი პროექტის - მონაწილეობითი ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მოსმენის შესახებ საკითხები საბჭოს წევრმა სოფიო ხაბაზმა წარადგინა. შეხვედრის დასასრულს, საბჭოს წევრების მიზნობრივი შეხვედრები ჩაინიშნა დაბა ქედასა და დოლოგანში.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?