მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი გაიმართა, რომელსაც დაბა ქედის საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე დათუნა ბერიძე უძღვებოდა.

შეხვედრის მიზანია მოზარდებში ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, განსხვავებული აზრის, კულტურის, სამყაროს ხედვის აღიარება რომ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ თანასწორნი არიან.

შეხვედრა ახალგაზრდებისთვის საინტერესოდ წარიმართა. ისინი უშუალოდ ჩაერთნენ დისკუსიებში, დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები თემის ირგვლივ, განიხილეს ფილმები და მაგალითები.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?