მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

ქედაში სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნა

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების დღეა.

თარიღთან დაკავშირებით ქედაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 4 წარმატებულ ქალზე ვიდეო რგოლის ჩვენება და განხილვა გაიმართა.

სოფლად მცხოვრები ქალების დღის მიზანია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა, მათი წვლილის აღიარება ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, ასევე სოფლად სიღარიბის დაძლევაში.

წარმატებულ ქალებზე ვიდეო რგოლები მიმდინარე წლის ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.

ღონისძიებას საკრებულოს წევრი ოთარ ხარაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, კომისიის წევრები და ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის მიმდინარე და გასული წლის გამარჯვებული მეწარმე ქალები ესწრებოდნენ.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?